Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 20 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 37 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ამჟამად, შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე (დეკრეტული შვებულების შემცვლელი 6 თვის ვადით).

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო პორტალზე ატვირთული დოკუმენტაციის კონტროლი;
** მიმდინარე ხარჯების დარიცხვები;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციები;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** ანგარიშ ვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი;
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, "ბუღალტერი, " წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე