დასახელება:
დირექტორი
|
მომწოდებელი:
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: მხარეთა შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება და კონტროლი.
** კომპანიის სტაფის / გუნდის მართვა.
** იურიდიული საქმიანობის განხორციელება
** კორპორაციული კლიენტებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა.
** სხვადასხვა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სავალდებულოა)
** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია)
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** საოფისე ტექნიკური მოწყობილობების მოხმარების ცოდნა (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|