დასახელება:
ფსიქოლოგი სკოლამდელი აღზრდის ცენტრში
|
მომწოდებელი:
ევროპული სკოლა
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრში ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სკოლის შესახებ:
"ევროპული სკოლა" არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
პოზიციის მიზანი: მოსწავლეთა სწავლა-სწავლების და პიროვნების ფორმირების პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ხელშეწყობა. აღნიშნულ პროცესში წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად საჭირო მუშაობის ჩატარება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოსწავლეებთან დიაგნოსტიკური, საპრევენციო და კორექციულ-განმავითარებელი სამუშაოების ჩატარება, რაც ემსახურება მათი მოტორული, კოგნიტიური, სოციალური უნარების განვითარებას და პრობლემების ინტერვენციას;
** საჭიროებებიდან გამომდინარე მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური კონსულტაციების და ფსიქოლოგიური საუბრების ჩატარება;
** სხვადასხვა სახის კვლევების ჩატარება მოსწავლეების უკეთ გაცნობისა და პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირების მიზნით;
** ჩატარებული კვლევების შედეგების და კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა პედაგოგებისა, სკოლის დირექციისა და საჭიროების შემთხვევაში მშობლებისა და მოსწავლეებისთვისაც;
** მშობლებთან და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა: მათი მომართვის საფუძველზე მოსწავლის სასწავლო ან ქცევითი პრობლემის მიზეზების დადგენა და მშობლის, მასწავლებლის და მოსწავლის დახმარება აღნიშნული პრობლემის დასაძლევად;
** მოსწავლეებისა და მშობლების, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური კონსულტირება. საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტირებისთვის ნეიროგანვითარების ცენტრებში გადამისამართება;
** რეკომენდაციების გაწევა მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მოსწავლის განვითარებასთან დაკავშირებით;
** საჭიროების შემთხვევაში სკოლის ყველა იმ თანამშრომლის და მომსახურე პერსონალის კონსულტირება, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობა უწევს მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან;
** თვეში ორჯერ გაწეული საქმიანობის შესახებ უშუალო უფროსის ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში; სასურველია მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში.
** გამოცდილება: ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office, Outlook
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები
** ინგლისური ენის ცოდნა (C1 დონეზე);
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პოზიტიურობა;
** ყურადღებიანობა;
** კრეატიულობა;
** ანალიტიკური უნარის ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარის ფლობა;
** თვითგანვითარებისთვის მზაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|