დასახელება:
მარკეტოლოგი
|
მომწოდებელი:
ტოტალ შარმ ვაკე
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ ესთეტიკურ ცენტრს "ტოტალ შარმ ვაკეს" ესაჭიროება მარკეტოლოგი.
ანაზღაურება: 4000 ლარი
ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და კრეატიულ მარკეტოლოგს სამი ჩვენი კომპანიისთვის: ორი სამედიცინო კლინიკისთვის (TotalCharm VAKE და TotalCharm DENT) და სადისტრიბუციო კომპანიისთვის (ESTEMED). იდეალური კანდიდატი იქნება პასუხისმგებელი ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე, ახალი კლიენტების მოზიდვაზე და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე.
პასუხისმგებლობა:
** კლინიკებისა და სადისტრიბუციო კომპანიისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა.
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის ჩატარება.
** სოციალური ქსელებისა და ციფრული პლატფორმების მართვა და განვითარება.
** სარეკლამო კომპანიების მართვა ონლაინ და ოფლაინ არხებში.
** ბრენდის ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიებებისა და PR-აქციების ორგანიზება.
** მარკეტინგული მასალების შესაქმნელად დიზაინერებთან, კოპირაიტერებთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის ანალიზი და ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
** თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტებისა და ტენდენციების ცოდნა.
** ციფრული მარკეტინგული კომპანიების მართვის გამოცდილება (SEO, SMM, კონტექსტური რეკლამა და ა.შ.).
** გუნდთან მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, რეკლამის ან მომიჯნავე დარგებში.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: m.chachava@tcc.ge
|
|
|
|