დასახელება:
ქოლ ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ტექნოლაინი
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
კომპანია "ტექნოლაინი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
"ტექნოლაინი" ციფრული ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სერვის ცენტრია საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი ბრენდების მომსახურებას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის 26
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი, კვირაში 5 დღე (კვირის რომელიმე ორი დღე დასვენება).
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი ნეტ. + ყოველთვიური ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი კომუნიკაციის მართვა (შემომავალ/გამავალი ზარები, Meta-მესენჯერი);
** მომხმარებელთან გამართული, ეფექტური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** მომართვების დამუშავება და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის მიმდინარე სტატუსზე;
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში;
ძირითადი მოთხოვნები
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია CRM პლატფორმაში მუშაობის გამოცდილება;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@technoline.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტექნოლაინის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ კომპანია ტექნოლაინი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|