Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ვაკანსია ცხადდება TOEFL (Test Of English as a Foreign Language) და SAT-ის საათებზე. SAT მოიცავს: კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა) და მათემატიკას.

აღნიშნული საგნების სწავლება განსაზღვრულია აკადემიის სასკოლო-სასწავლო გეგმით.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 10 საათი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N37.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის 15 იანვარი.

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ და ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:

** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი;
** უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.
** უნდა ჰქონდეს TOEFL (Test Of English as a Foreign Language) და SAT-ის სწავლების გამოცდილება.

აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე, შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.

აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნოს შემდეგ მეილზე: info@cea.ge ან ატვირთოს teacherjobs.ge-ზე 8 იანვრამდე.

პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა;
მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.

მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე