დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ეარ ტოპი
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
კომპანია "ეარ ტოპი" რომელიც "დაიკინის" ბრენდის დილერი და ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრის მფლობელია საქართველოში, აცხადებს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას
"ეარ ტოპის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** თანამშრომლებისგან შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან ერთად;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** მარაგების მართვა; პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
** მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office).
პროფესიული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მართვის უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@airtop.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|