დასახელება:
PHP დეველოპერი
|
მომწოდებელი:
Self.HR
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
ტექნოლოგიური კომპანია "Self.HR" არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში.
კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 800-ზე მეტ კომპანიას და 100, 000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://www.self.hr
გუნდის გაძლიერების მიზნით, ტექნიკურ დეპარტამენტში გვაქვს ვაკანსია PHP დეველოპერის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 სთ), სრულად ოფისიდან.
სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალ და საინტერესო ფუნქციონალებზე მუშაობა - ახალი ტექნიკური დავალებების დამუშავება, დაგეგმვა და შესრულება;
** სისტემის საჭიროებების ანალიზში ჩართულობა;
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე სისტემაში კორექტირებების შეტანა
ძირითადი მოთხოვნები:
** PHP, Javascript პროგრამირების ენების ცოდნა;
** HTML-სა და CSS-ის ცოდნა;
** MySQL მონაცემთა ბაზების ცოდნა;
** Object Oriented Programming-ის პრინციპების ცოდნა;
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
** კოდის ვერსიის კონტროლთან GIT-თან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია MVC ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება.
ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც:
** უყვარს სიახლეები და არ უშინდება გამოწვევებს
** უყვარს საკუთარი საქმე
** აქვს დროის ეფექტურად მართვის უნარი
** არის პასუხისმგებლობიანი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@self.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|