Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ერთ თვიანი (ანაზღაურებადი) გამოსაცდელი ვადით.
ანაზღურება: 1500 ლარი (net) საწყის ეტაპზე.

პროფესიული მოვალეობები (უნარ-ჩვევები):

** შემოსავლების სამსახურის საიტზე მუშაობის გამოცდილება (RS.GE)
** სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, დაქირავებულ პირთა რეესტრის დამუშავება.
** ბანკის ჩარიცხვების, სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურის, სპეც-ფაქტურის პროგრამაში გატარება.
** პირველადი დოკუმენტების (ფულის მ/ჩ-ის აქტების, მომსახურების აქტების, შესყიდვის აქტების, ჩეკების) პროგრამაში გატარება.
** შესყიდული მასალების განაწილება შესაბამის ობიექტებზე, ყოველთვიურად მასალების მოძრაობის შედარება საქმის მწარმოებლებთან.
** მშენებლობაზე დახარჯული მასალების ყოველთვიური ჩამოწერა ან/და სხვა ობიექტზე შიდა გადაზიდვით გადანაცვლება.
** შესყიდული საწვავის კვარტალური ჩამოწერა (ობიექტების, ან/და მანქანებისა და სპეც-ტექნიკის მიხედვით)
** ხელფასების მომზადება, ტაბელების მიხედვით ჯგუფური გადარიცხვებისთვის.
** ხელფასების ჯგუფური დარიცხვების მომზადება ობიექტების მიხედვით.
** ურთიერთშედარება მომწოდებლებთან (ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე)
** შესყიდული ძირითადი საშუალების შესაბამის ანგარიშზე გატარება და აღრიცხვა.
** ყოველთვიურად ანგარიშვალდებული პირებისგან გამოგზავნილი დოკუმენტების დამუშავება, დახარისხება (ობიექტის და საქმის მწარმოებლის მიხედვით)

პროფესიული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, საბუღალტრო სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო და წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, FMG soft);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sabagroup.org

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე