დასახელება:
დირექტორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გენერალური დირექტორის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი
** გენერალური დირექტორის მივლინებების ორგანიზება
** პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით
პრეზენტაციების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 10:00-18:00 სთ
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა-თ. აბაკელიას ქუჩა #11
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე hr@sabagroup.org
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|