Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 07 იანვარი
შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10-18 საათამდე
ანაზღაურება: 3000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება-კორექტირება;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი, გატარებების სისწორის დადგენა, სხვაობების გამოვლენა, მიზეზებში გარკვევა და გასწორება;
** ყოველთვიურად შერჩევითი მეთოდით ხარჯებში გატარებული ტრანზაქციების შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შემოწმება და საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისობის დადგენა;
** თვის და წლის დახურვის ოპერაციებში ჩართულობა, დეტალებში გარკვევა/კორექტირება და ანალიზი;
** აქტივების, ვალდებულებებისა და მოთხოვნის ნაშთების ყოველთვიური კონტროლი;
** წლის დახურვის საბუღალტრო ოპერაციებში ჩართულობა და კონტროლი;
** აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა, ჩაშლა და ანგარიშგებების მომზადება;
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების მონიტორინგი;
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარება, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით;
** წლიური ბიუჯეტის შესადგენად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მისაღებად;
** ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** ფინანსური უწყისების მოთხოვნისამებრ წარდგენა მენეჯმენტისა და მესამე პირებისთვის;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, ასევე არსებული ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო და სხვა საფინანსო ხარჯის კონტროლი;
** საბუღალტრო და ფინანსური სურათის მიხედვით ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით მენეჯმენტისთვის არსებული სიტუაციის გაცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვების პრინციპები; IFRS სტანდარტებისა და ადგილობრივ საკანონმდებლო ბაზაში;
** ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@victoria98.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე