დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
Best Western City Center
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო რესტორანი "Best Western Tbilisi city center" აცხადებს ვაკანსიას, მიმტანის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა
** სტუმრის ეფექტური მომსახურება
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ. ბარნოვის ქ. N92
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@bwtbilisicitycenter.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი") ასევე დაგვიკავშირდით - +995 595 405 657
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
|
|
|
|