დასახელება:
პროდუქტის მფლობელი
|
მომწოდებელი:
TNET
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00
შენი როლი თინეთში:
** პროდუქტის სტრატეგია/მიზნების განსაზღვრა (1 წლის ან გრძელვადიან ჭრილში) და მისი ეტაპობრივი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე კონკრეტული და გაზომვადი მიზნების ჩამოყალიბება, რაც პროექტის ფარგლებში უნდა იქნას მიღწეული;
** პროდუქტების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და დამტკიცებული მიზნების ეფექტურად განხორციელება;
** პრიორიტეტული დავალებების ჩამოყალიბება/განსაზღვრა;
** Backlog management, iteration planning, user stories განვითარების უზრუნველყოფა;
** პროდუქტთან დაკავშირებული რეპორტინგი სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან, ბაზრის და კონკურენტი კომპანიების რეგულარული კვლევა/ანალიზი;
** პროდუქტის შესახებ (ახალ ფუნქციონალზე ან ნებისმიერი სხვა ტიპის მოდიფიკაციაზე) დაინტერსებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება;
** ახალი ინოვაციური პროდუქტების/მახასიათებლების და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა;
** კოორდინაცია გაუწიოს და ხელი შეუწყოს გუნდში არსებული სხვადასხვა რგოლებს შორის სწორ კომუნიკაციას და პროექტის ეფექტურად მართვას.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
** გაქვს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაქვს უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მენეჯმენტში, ან/და მომიჯნავე სფეროში);
** იცი ინგლისური ენა B2 დონეზე;
** გაქვს Agile მეთოდოლიგიით მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს JIRA-ში მუშაობის გამოცდილება.
თინეთში დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|