Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი - ინფორ. ტექ. მხარდაჭერა - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი - ინფორ. ტექ. მხარდაჭერა
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი მოდუსი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 14 იანვარი
თანდართული ფაილი: 604835_cv_7001376.zip
სსიპ "კოლეჯი მოდუსის" პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევის მიზნით, ცხადდება კონკურსი, "ინფორმაციის ტექნოლოგის მხარდაჭერა" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (მარნეული).

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
** პროგრამის შემუშავებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

** უმაღლესი და/ან ტექნიკური და/ან პროფესიული განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით და/ან სფეროს მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;

საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები:

** საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
** პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
** სსიპ კოლეჯი მოდუსის წესდება;

კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft Word;
** Microsoft excel;
** Microsoft Power Point;
** Internet;
** Outlook;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 იანვარი.

სსიპ კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 577 95 90 36
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე