დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
Sixtus Group
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
უძრავი ქონების სააგენტო "Sixtus Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
შესაძლებლობა გეძლევათ, შემოუერთდეთ გამოცდილ გუნდს და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 11:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1200-5000 + ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
კომპანიის უპირატესობები:
** ტრენინგები გაყიდვების სფეროში;
** კორპორაციული ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
** სრული სამუშაო ინვენტარი;
** წამახალისებელი შეჯიბრებები;
** მეგობრული გარემო;
** თვის საუკეთესო თანამშრომლის დაჯილდოება პრიზებით.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე-katyanikolaishvili@gmail.com.
|
|
|
|