დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კანტი
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, ალკოჰოლის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა;
** ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება);
** პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით;
** ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით;
** მარგინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში;
** ბრენდის მომგებიანობის კონტროლი;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან;
** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ.
მოთხოვნები:
** გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით)
პირობები:
** ლოკაცია: გლდანი
** გრაფიკი: 09:30-18:00
** ანაზღაურება: პირველი 3 თვე 2500 ლარის ოდენობით, 3 თვის შემდეგ 3000 ლარის ოდენობით (2500 ფიქსირებული + 500 საბონუსე ფონდი); ასევე 3 თვის შემდეგ იწყება კვარტალური ბონუსის ათვლა.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
** ფიტპასი
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი
** მანქანის საწვავის ლიმიტი
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
** 3 ანაზღაურებადი Day Off
** მოსაწვევები კომპანიის მიერ დაორგანიზებულ ივენთებზე (Open Air, მუსიკალური საღამოები და სხვ)
** დაბადების დღის საჩუქარი
** კორპორატიული ღონისძიებები (საჩუქრებით და გათამაშებებით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV მეილზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|