დასახელება:
სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში
|
მომწოდებელი:
ენერგო-პრო ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს სპეციალისტის პოზიციაზე სამეურნეო საკითხებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი გადასახადების ჩათვლით
მოვალეობები და ვალდებულებები:
** ჰოლდინგში და დამკვეთი კომპანიების სათავო ოფისის შენობაში არსებული საკანალიზაციო სისტემის, გათბობა/კონდიცირების დანადგარების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა
** ჰოლდინგში და დამკვეთი კომპანიების სათავო ოფისის შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული ნარგავების (ხეები, დეკორატიული გამწვანება და სხვადასხვა სახის მცენარეები) მოვლა.
** სხვადასხვა სახის გაუმართაობის აღმოფხვრა (საკანალიზაციო პრობლემა, გათბობა-კონდიცირების დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა, მიმდინარე რემონტი, სამღებრო სამუშაოები, საყოფაცხოვრებო ელ/ტექნიკის აგრეთვე საოფისე ავეჯის შეკეთება და სხვა მიმდინარე საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ოფისის გამართულად ფუნქციონირებასთან)
მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 1 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|
|
|
|