დასახელება:
კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო აფიშა
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშაში, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზერი პასუხისმგებელია დაეხმაროს კვების და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს დეპარტამენტის ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში. ამ პოზიციის მოვალეობაში შედის პერსონალის ზედამხედველობა, მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა და კვების და სასმელების პრეზენტაციის გამორჩეულად მაღალი სტანდარტის შენარჩუნება.
ძირითადი მოვალეობები:
** დარწმუნდეს, რომ თანამშრომლები კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სათანადოდ არიან დატრენინგებულნი სტუმრის მომსახურების სტანდარტების კუთხით
** გაითვალისწინოს სტუმრის კომენტარები და მიაწოდოს ინფორმაცია მენეჯერს. მოახდინოს შესაბამისი რეაგირება უარყოფითი კომენტარის შემთხვევაში;
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა, მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** დაეხმაროს თანამშრომლებს და უპასუხოს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას;
** სტუმრებთან მეგობრული და პროფესიონალური ინტერაქცია, მათ შეკითხვებზე, პრეტენზიებზე ან განსაკუთრებულ მოთხოვნებზე დროული და ამომწურავი პასუხის დაბრუნება.
** დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი;
** უზრუნველყოს საბუღალტრო პროცედურების და დეპარტამენტის ადმინისტრაციული საკითხების შესრულება;
** ჩაატაროს აქტივობები გუნდის ერთიანობისთვის და მოტივაცია შეუქმნას თანამშრომლებს, რათა მიაღწიოს გუნდურ წარმატებას; ** თანამშრომლებს ასწავლოს გაყიდვების უნარ-ჩვევები, რათა მათ გაუადვილდეთ ლოიალური მომხმარებლის შეძენა-შენარჩუნება; ** ითანამშრომლოს სასტუმროს ყველა დეპარტამენტთან;
** სპეციალური ღონისძიებების და ბანკეტების გამართვაში დახმარება და კოორდინირება.
** შრომის და უსაფრთხოების სტანდარტების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, საკვებთან მოპყრობის, შენახვის, სისუფთავის მოთხოვნების დაცვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სტუმარმასპინძლობის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე ან/და სარესტორნო ბიზნესში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ძლიერი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები, მოტივაციის შექმნის და გუნდის მართვის უნარი.
** სასმელების და საკვების საოპერაციო პროცესის, მენიუს დაგეგმვის, შეკვეთების და ინვენტარის მენეჯმენტის ცოდნა.
** შრომის, უსაფრთხოების და სანიტარული რეგულაციების, ასევე ინდუსტრიის ტრენდების და პრაქტიკების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა. დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|