Робота для біженців з України
მთავარი მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მოლარე
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.

"მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი) კვირაში 5 დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** განვადებით რეალიზაციის სისწორის უზრუნველყოფა;
** ფილიალების სალაროს, განვადების და სხვა დოკუმენტების მიღება, შემოწმება;
** ფილიალებში სალარო ოპერაციების პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** სალარო ოპერაციების წარმოებისას ფილიალების მოლარეებთან და მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სალარო დოკუმენტაციის წარმოება; დოკუმენტაციის აღრიცხვა და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა ("ორისი" ან/და სხვა შესაბამისი პროგრამა).
** კომპანიის ხელმძღვანელობასთან/უშუალო ხელმძღვანელებთან პერიოდული ანგარიშგება.

უნარ-ჩვევები:

** ფულთან მუშაობის უნარები;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** გუნდურობა/კოლეგიალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "მთავარი მოლარე"

"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე