Робота для біженців з України
ელექტრო მექანიკოსის/მექანიკოსის ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო მექანიკოსის/მექანიკოსის ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პური"-ს საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის /მექანიკოსის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის 1 შესახვევი #6
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი);
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარებისა და ელ. მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავების, ელექტრო მოწყობილობების პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთების უზრუნველყოფა;
** საწარმოს ელ. მოწყობილობების დათვალიერება/დიაგნოსტიკა და გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** გაუმართაობების ოპერატიული აღმოფხვრა;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესის მართვა;
** მექანიკოსების მიერ ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლის კონტროლი ტექნიკური მომსახურების კუთხით.
** რისკების შეფასება სამუშაოს დაწყებამდე;
** უსაფრთხოების წესების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის უზრუნველყოფა ობიექტზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მექანიკური და ელექტრო მოწყობილობების/სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.

გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ. მისამართზე sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე