დასახელება:
სერვის ცენტრის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გრინვეი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.
სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქრების ქუჩა
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ჯამში 40 სამუშაო საათი)
ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვის ცენტრის ხელმძღვანელობა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება;
** სერვის ცენტრში მოსულ კლიენტებთან ურთიერთობა და ავტომობილის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულობა და პროცესის სტიმულირება;
** პერსონალის მიერ ინსპექტირების პროცედურების, სტანდარტების, აღჭურვილობის სწორად გამოყენების და ინსპექტირების შედეგების მართებულობის კონტროლი;
** სხვადასხვა რეპორტებისა და ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან/და ავტომობილების კონსტრუქციისა და მათი აგებულების თავისებურებების ცოდნა;
** ტექნიკური ინსტრუქციების კითხვისა და გამოყენების უნარი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ცენტრის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: privacyprofessionalsgeo@gmail.com. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|