Робота для біженців з України
ელექტრო მექანიკოსი/მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო მექანიკოსი/მექანიკოსი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პური"-ს საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის /მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის 1 შესახვევი #6
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი);
** ხელფასი: 2000 ლარიდან ზემოთ, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანა დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების შემოწმება შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად და შეკეთების ან მექანიკური ნაწილის ჩანაცვლების საჭიროების აღმოჩენა;
** მანქანა დანადგარებისა და ელ. მოწყობილობების გეგმური ტექნიკური მომსახურება;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავება, ელექტრო მოწყობილობების პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთება;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** ელ. მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.

გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე