Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
კომპანია "ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე ოპერაციების მართვა;
** პროდუქციის შენახვისა და დასაწყობების უზრუნველყოფა ყველა აუცილებელი წესის დაცვით;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** ჩამოწერილი, დაზიანებული ნაშთის აღრიცხვა;
** ობიექტზე მიღებული და გასული პროდუქციის აღრიცხვა.
** უსაფრთხოების წესების დაცვა (შრომითი და პროდუქციის);
** ინვენტარიზაციაში ჩართულობა ყოველკვირეულად და მარაგების ნაშთების მართვა;
** დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი ანგარიშების კონტროლი.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში ან ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე