დასახელება:
ბარის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ტელეგრაფი
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
"ტელეგრაფი" პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც "Leading Hotels of The World"-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა.
ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი.
ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.
ჩვენ ვეძებთ ბარის სუპერვაიზერს, რომელიც განავითარებს ბარის გამოცდილებას ჩვენს უნიკალურ სასტუმროში.
მოვალეობები:
ბარის სუპერვაიზერი პასუხისმგებელია ბარის ოპერაციების კოორდინაციაზე, პერსონალის მართვაზე და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაზე.
სუპერვაიზერის პასუხისმგებლობებია:
** პერსონალის მონიტორინგი და მხარდაჭერა.
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაცია.
** კონფლიქტების სწრაფი გადაჭრა და პრობლემებზე რეაგირება.
** სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა).
** პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.
** სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
** სუპერვაიზერის ან იდენტური როლის გამოცდილება.
** გამოცდილება მართვის სფეროში.
** ძლიერი ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები.
** კარგი დაგეგმვის, ორგანიზების და დროის მართვის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა.
თუ თქვენ ხართ:
** გუნდის ლიდერი, რომელიც მიისწრაფვის მომსახურების სრულყოფილებისკენ.
** პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია.
** მონდომებული გუნდის წევრი მაღალი ეთიკური სტანდარტებით.
** პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია რთული პრობლემების მოგვარება და მზად არის გამოწვევებისთვის.
აპლიკაციის გაგზავნა
თუ მიგაჩნიათ, რომ ფლობთ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და გსურთ შემოუერთდეთ ტელეგრაფის გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@telegraphhotel.com
ადგილმდებარეობა: თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 30 იანვარი 2025
გაცნობებთ, რომ შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
|
|
|
|