Робота для біженців з України
ზარალების შეფასების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზარალების შეფასების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
კომპანია "ბი ჯგუფი" 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სადაზღვევო ზარალების შეფასება (უძრავი ქონების, სასაქონლო მატერიალური მარაგების, ტვირთების, სამედიცინო დანადგარების, სპეც ტექნიკის, სპეც დანადგარების და ა.შ)

"ბი ჯგუფი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ზარალების შეფასების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლვოვის 95
სამუშაო საათები: ინდივიდუალური
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 600 ლარი ხელზე ასაღები

სასურველი უნარები და გამოცდილება:

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, MS Office პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** უმაღლესი განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ტექნიკური, საინჟინრო, სამშენებლო მიმართულება
** უცხო ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია)

სტაჟირების პროცესი:

** უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების ზარალის შეფასება;
** სადაზღვევო ზარალის დადგომის შედეგად, შესაფასებელი ობიექტის ინსპექტირება, ფოტოგრაფირება, რელევანტური ინფორმაციის მოძიება;
** დაზიანებული სასაქონლო მარაგების შემთხვევაში, ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესის წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვისა და დასკვნის მომზადება;
** ყველა ზემოაღნიშნული პროცესის თეორიული და პრაქტიკული სწავლება
** სტაჟირების პროცესი მოიცავს მინიმუმ 2 თვეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შემდეგ მისამართზე: info@begroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე