Робота для біженців з України
ტრენინგების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგების კოორდინატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრენინგების კალენდრის მართვა, სასწავლო პროცესების კოორდინირება;
** ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო სივრცის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა რესურსების უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოძიება და მოლაპარაკება;
** ტრენინგის მონაწილეებისგან სასწავლო პროგრამების ეფექტურობის შესაფასებლად, უკუკავშირის მიღება, აღრიცხვა, დოკუმენტირება;
** სასწავლო პროგრამების ბიუჯეტის მართვა;
** თანამშრომლების სასერტიფიკაციო პროგრამების ადმინისტრირება და დოკუმენტირება;
** თანამშრომელთა ონბორდინგის პროცესში ჩართულობა;
** სამოტივაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში:

** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
** ეწვიეთ ჩვენს დასაქმების საიტს: https://jobs.gorgia.ge/.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე