დასახელება:
სატელეფონო სისტემების ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სატელეფონო სისტემების ადმინისტრატორი.
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო სერვერების სისტემური და საკონფიგურაციო სამუშაოების წარმოება;
** სატელეფონო პერიფერიული მოწყობილობების კოფიგურაცია და მხარდაჭერა.
** სხვადასხვა ანალიტიკის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მოდულების ინტეგრაცია.
** არსებული ინფრასტრუქტურის დოკუმენტირება;
** ტელეფონის ინფრასტრუქტურის სისტემური მხარის შემუშავება და დახვეწა;
** ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობა;
** სატელეფონო სისტემების მუდმივი მონიტორინგი და შიდა სატელეფონო ზარების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სატელეფონო სისტემების მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისათვის სატელეფონო სერვისის მიწოდების მუდმივი კონტროლი;
** მომხმარებლების სატელეფონო წვდომის დონეების განსაზღვრა;
** სისტემის მუშაობაში ხარვეზების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა;
** შემოსული და გასული ზარების აღრიცხვა;
** დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სატელეფონო საუბრის ჩაწერის უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** VoIP სატელეფონო სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება;
** შემდეგ სისტემებთან და პროტოკოლებთან მუშაობის გამოცდილება: Linux; TCP/UDP/IP, RTP/RTCP და სხვა პროტოკოლები; Open Source Voip პლატფორმა (Asterisk); TCP/IP; MYSQL; A2billing/Charging; Cisco Unified Communications Manager, Cisco Contact Center Express- მხარდაჭერა; Cisco Call Manager and Call Manager Express - კონფიგურაცია;
** SIP Trunk, Call Routing, IVR, Call queues და PBX კონფიგურაციის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა - B2.
უნარ-ჩვევები:
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სატელეფონო სისტემების ადმინისტრატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|