Робота для біженців з України
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი.

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Oracle SQL, Oracle Real Application Cluster, Oracle RDBMS, Oracle Data Guard ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;
** Oracle ბაზების წარმადობის გაუმჯობესება და მონიტორინგი;
** Oracle მონაცემთა ბაზების ინსტალირება და განახლება;
** Oracle-ის და სხვა მონაცემთა ბაზების ვერსიების განახლება და განახლებების ტესტირება;
** SQL დეველოპერების, რეპორტინგის, ჯგუფების კონსულტირება და მიმართულების მიცემა მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და წარმადობის მიმართულებით არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
** ბაზების დოკუმენტაციის მომზადება, აღწერა და სტანდარტიზაცია;
** გაშვებული სესიების მონიტორინგი;
** დეველოპერებისგან ან აპლიკაციის მომწოდებლისგან მოთხოვნების შესაბამისად ბაზების სტრუქტურების შეცვლა ან ობიექტების დამატება;
** დისკური სივრცის დაგეგმვა და გამოყოფა მონაცემთა ბაზებისთვის და ბაზების ობიექტებისთვის (Tables, Partitions, Indexes).
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
** მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების და როლების ადმინისტრირება, უფლებების მინიჭება და მოხსნა;
** მონაცემთა ბაზებისთვის გამოყოფილი აპარატურული რესურსის მონიტორინგი;
** მონაცემთა სისტემების მონიტორინგის და ლოგირების განხორციელება სერვისის უწყვეტობის დაცვით;
** რეზერვირების აღდგენის და არქივაციის ტესტირება და პერიოდული ვალიდაცია
** რეზერვირებისა და აღდგენის გეგმების შემუშავება და ადმინისტრირება RMAN, Netbackup და სხვა მსგავსი სისტემების საშუალებით;
** მონაცემთა ბაზებში შემოსული SQL ბრძანებების ოპტიმიზაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** MySQL, PostgreSQL, და MongoDB მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2.

უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე