Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. "გეფა"-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU. "გეფა", როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორაციული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სხვლას უწყობს ხელს.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია "გეფასთან" ერთად!

პოზიციის დასახელება: დამლაგებელი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის #13; ქ. თბილისი, ფეიქრების 14 ა (ღრმაღელის მეტროსთან)
პოზიციის განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას და ფასდაკლებების პაკეტს
** კვების დაფინანსებას
** სატრანსპორტო მომსახურებას
** ფიტპასით სარგებლობას
** მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ტერიტორიის დასუფთავება სტანდარტების მიხედვით
** ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა** ტექნიკური და/ან სამუშაოდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარვეზების შემთხვევაში ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვების უნარი
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულმა და მოტივირებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@gepha.com ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50.

გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ ვაკანტურ პოზიციაზე.

"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

** კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
** დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე