დასახელება:
გუნდის წევრი
|
მომწოდებელი:
McDonald’s Georgia
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე.
გახდი გამორჩეული გუნდის წევრი და იზრუნე შენს კარიერულ ზრდაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
** ანაზღაურება: საათობრივია და შესაბამისად ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე;
** სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს 1000 ₾;
** ანაზღაურება მზარდია შიდა პოლიტიკით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, პირველი ზრდა მუშაობის დაწყებიდან სამ თვეში მოხდება;
** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით.
** იმუშავე სასიამოვნო გარემოსა და მეგობრულ გუნდში;
** შეიქმენი პირადი შემოსავლის წყარო;
** მიიღე გამოცდილება სტაბილურ, საერთაშორისო კომპანიაში;
** იმუშავე შენზე მორგებული გრაფიკით.
რას გთავაზობს მაკდონალდსი?
დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ
გუნდის წევრი -> ინსტრუქტორი -> მენეჯერი:
** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** მაქსიმალური ხელშეწყობა სამუშაო განრიგის შედგენისას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სწავლისა და მუშაობის მარტივად შეთავსებას;
** ინდივიდუალური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები - თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი, თანამშრომელთა დაბადების დღის პროგრამა, ბიზნეს პარტნიორის აღიარების პროგრამა;
** გუნდური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები -გუნდის საღამოები, შიდა გუნდური კონკურსები, ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მასტიმულირებელი სპორტული ღონისძიება, ექსკურსია და სხვა;
** შიდა ტრენინგები.
ინფორმაცია მთავარი მოთხოვნებისა და გუნდის წევრის პოზიციის ვალდებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კარიერის გვერდზე.
შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/chat
|
|
|
|