დასახელება:
წარმოების ცვლის უფროსი
|
მომწოდებელი:
ფაბრიკა 1900
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
ჩვენ ვეძებთ ახალ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება წარმოების პროცესის ოპტიმიზაციის, დაგეგმარებისა და შესრულების ნაწილში და ვაცხადებთ ვაკანსიას თანამდებობაზე - ცვლის უფროსი წარმოებაში.
ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული შეკვეთების შესაბამისად სამუშაო დღის, პროცესების დაგეგმვა და ადამიანური რესურსის მართვა;
** შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი, შეფერხებების იდენტიფიცირება, რეაგირება;
** მზა პროდუქციის ხარისხისა და ჩაბარების ვადების კონტროლი;
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის კონტროლი;
** თანამშრომელთა მხარდაჭერა, პრობლემების და/ან საჩივრების მოგვარებაში ჩართულობა;
** წარმოების ხელმძღვანელთან კომუნიკაციის გზით წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია, სიახლეების ინიცირება და რეალიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** წარმოებაში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარები:
** პროცესების მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ცვლის უფროსი წარმოებაში;
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|