Робота для біженців з України
უმცროსი/საშუალო დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი/საშუალო დეველოპერი
მომწოდებელი: GIANTI Logistics
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - http://www.giantilogistics.ge

კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსი" გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს პირობებსა და მოთხოვნებს:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: უმცროსი/საშუალო დეველოპერი

აუცილებელი მოთხოვნები:

** Microsoft Power Apps, Power Automate, Power BI და SharePoint-ის ცოდნა;
** Copilot და Chat GPT-ის გამოყენების უნარი;

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** კომპანიისთვის ახალი პროგრამის შექმნა Power Apps და Power Automate-ს გამოყენებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი;
** სისტემების ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა პროექტებისთვის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა;

სამუშაო ადგილი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12ბ
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული/მოქნილი
ხელფასი: აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე