Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ლუსონი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"გორგია"-ს პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში.

"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი, როგორც სასტუმროსთვის, ასევე, საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით, მიღებული შეკვეთის სწორად და სწრაფად გამზადება;
** მიღებული პროდუქციის დასაწყობება;
** გეგმურ აღწერებში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის ინფორმირება სამუშაო პროცესებში არსებულ შესაძლო ხარვეზებზე;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი განათლება;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მქონე;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში:

** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
** ეწვიეთ ჩვენს დასაქმების ვებგვერდს: https://jobs.gorgia.ge/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში
** დაგვიკავშირდით ნომერზე +995 591 196310

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა

თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე