Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=604556&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი - თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: New Yorker
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker"-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში.

სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა.

ჩვენი ფილიალები წარმოდგენილია შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: Tbilisi Mall, East Point, Galleria Tbilisi, City Mall (საბურთალო), Metro City Mall (ბათუმი), City Mall (გლდანი).

"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისი მოლის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** 1C-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ორგანიზებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
** მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურების ცოდნა;
** კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება;
** პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის მომზადება;
** როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;
** პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;
** საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ხელფასს;
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი - თბილისი მოლის ფილიალი".

CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია