Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=604555&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: New Yorker
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker"-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში.

სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა.

ჩვენი ფილიალები წარმოდგენილია შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: Tbilisi Mall, East Point, Galleria Tbilisi, City Mall (საბურთალო), Metro City Mall (ბათუმი), City Mall (გლდანი).

"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ყველა ფილიალში.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო დარბაზის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციებისა და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;
** მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 2 დღე დასვენება;
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ხელფასს;
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი".

CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია