დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის "ვინჩერო" სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური პლატფორმების მართვისა და კვლევის საბაზისო ცოდნა;
** გამართული, შემოქმედებითი წერის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომპანიის სოციალური ქსელების (facebook, Instagram, tiktok) მართვა, განვითარება;
სარეკლამო (ADDS) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური ქსელების გვერდების მართვა და ადმინისტრირება;
** კონტენტის განთავსება;
** მომხმარებელთა ინტერესების ანალიზი და შესაბამისი კონტენტის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური ქსელების (facebook, Instagram, tiktok) მართვა, განვითარება;
** სარეკლამო (ADDS) აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის სოციალურ გვერდებზე მომხმარებელთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია (კომენტარები და ინბოქსი).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** კრეატიული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 12 იანვარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|