დასახელება:
საზღვაო გადაზიდვების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
JSL Logistics
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
შპს "JSL Group" -ში შემავალი "JSL Logistics" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო გადაზიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 09:30 სთ-დან 18:00 საათამდე
გამოსაცდელი ვადა:3 თვე
სამუშაო ლოკაცია: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას
** საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული შეკვეთების დამუშავება, ტრანსპორტირების ფასის დაანგარიშება და მომხმარებლისთვის შეთავაზება,
** საზღვაო გადაზიდვების ორგანიზება უსაფრთხოების ნორმების დაცვით და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი,
** დადასტურებული შეკვეთის რეგისტრაცია და ტრანსპორტირების სრული ციკლის კონტროლი,
** ხარჯების ოპტიმიზაცია,
** ტვირთის მომწოდებლებთან კომუნიკაცია,
** დოკუმენტაციის შეგროვება და მათი სისწორის შემოწმება,
** გადაზიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მართვა, თანხის ჩარიცხვების კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის დაარქივება,
** დეპარტამენტის მიერ დასახული გეგმის შესრულება და ანალიზი,
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარმოება ლოჯისტიკის და საბროკერო სამსახურის დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია სატრანსპორტო, ეკონომიკურ, ან მსგავს სფეროში,
** საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2, რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@jsl.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "JSL Group"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "JSL Group" -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@jsl.ge. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "JSL Group"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
|
|
|
|