დასახელება:
სტუმართა მომსახურების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ეპიზოდი
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"Episode Hotels" აცხადებს ვაკანსიას სტუმართა მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)
** ანაზღაურება: 1000 + ბონუსები
** ბენეფიტები: კვება/დაზღვევა/გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ხელფასის მატება
ვინ ვართ ჩვენ?
"Episode Hotels"-ში ჩვენ ვახდენთ რევოლუციას სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და ტექნოლოგიას. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველა ოპერაცია იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დახმარებით, რომლებიც დანერგილია "Episode"-ში. ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენთვის კომფორტის წყაროა და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ გულწრფელად გაიზიარონ ჩვენი ხედვა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება
** სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება
** სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა
** რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრების მაგიდებთან მომსახურების გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
** ინგლისური ენა B1
სასტუმრო ეპიზოდი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. ჩვენთან მუშაობით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააკვირდეთ, მიიღოთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითონ "სტუმართა მომსახურების სპეციალისტი".
ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს "Episode Hotels"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|