Робота для біженців з України
ნოტარიუსის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნოტარიუსის თანაშემწე
მომწოდებელი: ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 21 იანვარი
"ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N 2

ძირითადი მოვალეობები:

** მოქალაქეების მიღება, კონსულტაციის გაცემა;
** ხელშეკრულებების, განცხადებების, სამკვიდრო მოწმობების, თანხმობების შედგენა;
** დოკუმენტებში მონაცემების შეტანა და მომზადება;
** დოკუმენტაციის რეგისტრაცია სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონულ რეესტრში;
** დამოწმებული დოკუმენტების აკინძვა, სკანირება, სორტირება, ფაილებში ჩალაგება;
** ბაზაში მონაცემების შეყვანა და ჩანაწერების გაკეთება, სკანირებული დოკუმენტების ატვირთვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS WORD)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: ngelashvili555@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ნოტარიუსის თანაშემწე"

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21 იანვარი 2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე