Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: მარშალ დიდი დიღომი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
დეველოპერული კომპანია "მარშალ დიდი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული (კონკურენტული)
** გრაფიკი: სრული (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელშეკრულებების მომზადება;
** ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;
** სამართლებრივი ქეისების განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოში, არბიტრაჟში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან (მათ შორის საჯარო რეესტრი), ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
** სასამართლო პრაქტიკების მუდმივი მონიტორინგი და გაზიარება;
** დაზღვეულ, პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების მიზნით;
** HR-გუნდის იურიდიული დახმარება შრომით საკითხებთან დაკავშირებით;
** ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების შედგენა;
** მონაწილეობა მოლაპარაკებებში სადაც საჭიროა იურიდიული დახმარება;
** კლიენტის ინტერესების დაცვა სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოებში (საგადასახადო, საბაჟო, პოლიცია და ა.შ.);
** მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი;
** ანალიტიკური დოკუმენტების შედგენა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისი ანგარიშის/დასკვნის მომზადება სამომავლოდ სამართლებრივი ხარვეზების გამორიცხვის მიზნით;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საქმიანობაში, შესაბამისი ცვლილებების ასახვის დაგეგმვა/კოორდინაცია;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მართვა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, განახლება, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ა. შ.;
** კომპანიის სტრუქტურაში არსებული სამსახურების, დეპარტამენტების და განყოფილებების თანამშრომლებისთვის კვალიფიციური ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვასა და კორესპონდენციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** წინა სახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოება;
** მიმართვების, წერილების, ასევე სხვა კორესპონდენციის მომზადება და იურიდიულად გამართვა;
** ახალი სუბიექტების (მათ შორის, კომპანიები) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია;
** შრომითი სამართლიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებების გამართვა და მუდმივი მონიტორინგი.

მოთხოვნები :

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) . სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (სასურველია);
** სამშენებლო დეველოპერული კომპანიის იურისტად ან ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
** კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება;
** სამართალშემოქმედებითი კვლევითი საქმიანობის წარმართვის უნარი და გამოცდილება;
** ინგლისურ და რუსულ ენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).

პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** დამოუკიდებლად პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: l.gotsiridze@marshalldevelopment.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე