Робота для біженців з України
მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
შრომის ანაზღაურება: 4000 ლარიდან 5000 ლარამდე ხელზე (კანდიდატის ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად) + ულიმიტო სასაუბრო დრო და სხვა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** სასამართლო წარმომადგენლობა
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენასა და მისი ინტერესების დაცვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი სავალდებულოა (ი.გ იურისტად და არა სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სავალდებულოა);
** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე