დასახელება:
ჰოლ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
BET25
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"BET25" აცხადებს ვაკანსიას ჰოლ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: დარბაზის მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი და ყოველდღიური ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის დაგეგმვა და მონიტორინგი;
დახმარების გაწევა ხელმძღვანელობისათვის თანამშრომლების დისციპლინარული საკითხების ** გადაწყვეტაში;
** დასწრების ჟურნალების წარმოებაში მონაწილეობა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის პერმანენტულად გაახლება;
** სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც ხელს შეუწყობს გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას თანამშრომელთა შორის და მათგან საჭირო უკუკავშირის მიღებას;
** თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტების შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქციებისა და ღონისძიებების თაობაზე;
** ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცულობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** VIP მომხმარებლებთან ურთიერთობა - მათი ცნობიერების ამაღლება პროდუქტებისა და აქციების შესახებ;
** სათამაშო აპარატების მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტრენინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჰოლ მენეჯერი" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|