Робота для біженців з України
დისპეტჩერი - დისტანციური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი - დისტანციური
მომწოდებელი: Universal Transit
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"Universal Transit" წარმოადგენს ამერიკული ლოჯისტიკის ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტვირთების (ავტომობილების) გადაზიდვა (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე - განხორციელებული გადაზიდვის 100% მონიტორინგით.

პოზიცია: დისპეტჩერი - დისტანციური

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (17:00-02:00); შაბათი (17:00-00:00)
სახელფასო ანაზღაურება: მიღებული შემოსავლიდან 4%-მდე (დამოკიდებულია დისპეტჩერის შესრულებულ სამუშაოსა და შედეგებზე) დიაპაზონი: 1, 000-4, 000 ლარი

დისპეტჩინგის უფასო კურსი: 4-კვირიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ ანაზღაურებას $500-ის ოდენობით და დასაქმდებით კომპანიაში.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** ამერიკის ტერიტორიაზე არსებული ტვირთების მოძიება სპეციალური Load board-ებიდან;
** ტვირთთან დაკავშირებით შუამავალ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების აღება (შესაბამისი Load board-ებიდან, ტელეფონით, e-mail-ით);
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებად ტრენინგს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დისპეტჩერი - დისტანციური".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე