დასახელება:
სტაჟირება CRM-ის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
ჯი თი გრუპი
|
გამოქვეყნდა: 21 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 21 იანვარი
|
კომპანია "ჯი-თი გრუპი" აცხადებს სტაჟირებას CRM-ის მიმართულებით.
"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
ანაზღაურება: 600 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა ბაზების მართვა, ინფორმაციის ასახვა, განახლება და კონტროლი;
** მონაცემთა ნებისმიერი შეუსაბამობის ან ხარვეზის გამოვლენა და გამოსწორება;
** მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი და შესაბამის პირთან გაზიარება;
** გუნდთან ერთად არსებული მონაცემების ანალიზი ტენდენციების, შესაძლებლობებისა და გაუმჯობესების გზების გამოსავლენად;
** პოტენციური, დაინტერესებული მომხმარებლის ზარის გარდაქმნა ლიდად CRM-ში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
** MS Office -ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
|
|
|
|