Робота для біженців з України
მასწავლებლის ასისტენტი/კლასის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებლის ასისტენტი/კლასის კოორდინატორი
მომწოდებელი: საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
გამოქვეყნდა: 21 დეკემბერი / ბოლო ვადა: 21 იანვარი
"ლოგოსი" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის ასისტენტის (კლასის კოორდინატორი) პოზიციაზე.

ფუნქციები:

** ჩაატაროს პიროვნული განვითარების საათი თავის საკოორდინატორო კლასში.
** პიროვნული განვითარების საათის ჩატარებისთვის წინასწარ მოემზადოს, მოიძიოს მასალა და შეიმუშაოს შესაბამისი აქტივობები;
** უზრუნველყოს მოსწავლეთა სკოლაში მოსვლის შემდეგ მათი კლასებში დაბინავება და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ მშობლებთან შეხვედრა;
** ყურადღება მიაქციოს მოსწავლეებს დასვენებების პერიოდში;
** უზრუნველყოს მოსწავლეთა პირადი ჰიგიენის დაცვა, სადილზე გაყვანა, კვების ორგანიზება და კლასში დაბრუნება;
** უზრუნველყოს მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზება და კონტროლი.
** უზრუნველყოს საგაკვეთილო პერიოდის შემდეგ მოსწავლეთათვის გასართობი თუ აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარება;
** მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;
** უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
** დაიცვას და არ გაამჟღავნოს სხვისი პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე;
** დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
** მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვებს;
** დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში.
** შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
** საჭიროების შემთხვევაში დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური თუ ქცევითი მდგომარეობის შესახებ.
** სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
** ორგანიზება გაუკეთოს სკოლის მიერ დაწესებულ მშობელთა კრებებს, მშობელთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.
** დირექციას გადასცეს ხშირი გაცდენების მქონე მოსწავლეთა სია.
** გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
** საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: misha@logosi.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე