Робота для біженців з України
საინფორმაციო მრჩეველი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო მრჩეველი
მომწოდებელი: სმარტ ფინანსი
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
შპს მისო "სმარტ ფინანსი" აცხადებს კონკურსს ვაკანტურ პოზიციაზე: საინფორმაციო მრჩეველი (ქუთაისი)

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, წერეთლის #2.
სამუშაო გრაფიკი: არასრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-14:30 საათამდე, ან 14:30-19:00 საათამდე. შაბათი-კვირა - დასვენება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება; სწორი გადამისამართება;
** კლიენტების ინფორმირება კომპანიაში არსებული პროდუქტების შესახებ;
** რიგების მართვა;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

ანაზღაურება ხელზე ასაღები: 450 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@smartfin.ge.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე