დასახელება:
ბიზნეს სეგმენტის გაყიდვების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
თიბისი დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ბიზნეს სეგმენტის გაყიდვების კოორდინატორის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი, 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ბიზნეს სეგმენტის გაყიდვების კოორდინატორის მთავარი ფუნქციები იქნება:
** თიბისი ბანკის და სხვა ფინანსური ორგანიზაციების ფრონტის თანამშრომლების მხარდაჭერა;
** თიბისი ბანკის არხში მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლების დაზღვევის გაყიდვებში ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფა და გეგმების შესრულება;
** თიბისი ბანკის და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მომხმარებლებთან საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია;
** ფრონტის თანამშრომლების მხარდაჭერა გაყიდვის და პოსტ გაყიდვების პროცესში (ტარიფიკაცია, ფასდაკლებები, პროდუქტის მახასიათებლები, გაუქმებები, განახლება, პრემიის დაბრუნებები, საოპერაციო და პროგრამული ხარვეზები);
** ფრონტის თანამშრომლების მხარდაჭერა ანაზღაურების პროცესში (კოორდინაცია ზარალების განყოფილებასთან);
** არასტანდარტული სადაზღვევო დაფარვების და პრობლემური შემთხვევების მართვა/მოგვარება;
** განახლებების, გაუქმებების და დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და ფრონტის თანამშრომლების მხარდაჭერა განახლების პროცესში;
** არასტანდარტული სადაზღვევო დაფარვების და პრობლემური შემთხვევების მართვა/მოგვარება.
გამოგვეხმაურე, თუ
** გაქვს უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მინ. 1 წლიანი გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში;
** იცი საოფისე პროგრამები;
** იცი ინგლისური ენა
ვეძებთ ჩვენიანს:
** პასუხისმგებლიანს;
** დეტალებზე ორიენტირებულს;
** ორგანიზებულს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
** მაგთის კორპორაციულ პაკეტს;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/4dc4yd3lvncx3stn
|
|
|
|