Робота для біженців з України
კონკ. - სამოქალაქო საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკ. - სამოქალაქო საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
მომწოდებელი: სოლიდარობის ფონდი PL
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
"სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში" ეძებს კომპანიას, რომელიც გაგვიწევს ხარისხიანი საპროექტო, სადემონტაჟო და სარემონტო (შემდგომში "სამოქალაქო სამუშაოები") მომსახურებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოში.

მოთხოვნილი სერვისი: ხარისხიანი სამოქალაქო (საპროექტო, სადემონტაჟო და სარეაბილიტაციო) სამუშაოების უზრუნველყოფა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, სოფელ ჭრებალოში განთავსებული სოფლის კლუბის შენობის ერთ ოთახსა და სველ წერტილში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი: https://participatoryhub.ge/wp-content/uploads/2024/12/GEO_Call-For-Service_Renovation-1.pdf

განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2024 წლის 26 დეკემბრისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl

კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.

* ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე