დასახელება:
მომხმარებელთა გამოცდილების მონაცემების უმცროსი ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
იმედი L
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა გამოცდილების მონაცემების უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილ. ჭავჭავაძის #7
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების და მომხმარებლების მომსახურების მიღების მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების და მომხმარებლების მიღებული გამოცდილების მონიტორინგის საფუძველზე მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის სამსახურის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და ინსტრუქციების განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** უცხო ენების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** გამართულად წერის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია იმედი ელ" (ს/ნ: 204919008; მის. თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას N9; ტელ.: +995322922222 ელ.ფოსტა: personaldataofficer@imedil.ge
კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი ყველა უფლება დაცულია. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას, შეწყდება მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურს. თანხმობის გამოხმობის მიზნით დაგვიკავშირდით ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.
თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე ტექსტს და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
|
|
|
|