დასახელება:
სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- სტაჟიორს ბუღალტერიის მიმართულებით!
"Blue Waters" მუშაობს წყლის ფილტრაციის სისტემებისა და ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: bluewaters.ge
თუ შენ დგამ პირველ ნაბიჯებს კარიერაში და გეგმავ გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას, ჩვენი გუნდი მზად არის ხელი შეგიწყოს განვითარებაში.
შენთვის მნიშვნელოვანი დეტალები:
** არაანაზღაურებადი სტაჟირება
** სამუშაო საათები: შეთანხმებით
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო პროექტებზე მუშაობა;
** მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო.
გვსურს აქტიურად იყო ჩართული შემდეგ აქტივობებში:
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება
** სახელფასო უწყისების პროგრამული გატარება/კონტროლი
** საბანკო ამონაწერების პროგრამული გატარება/ კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების ყოველთვიური კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
ჩვენთვის სასიამოვნო იქნება თუ შენ:
** გაქვს განვითარების სურვილი;
** გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ;
** შეგიძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ადაპტირება.
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/intern/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|